ირაკლი ზარქუა საქართველო-რუსეთის მატჩზე: მოცემულ სიტუციაში, მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის

ირაკლი ზარქუა საქართველო-რუსეთის მატჩზე: მოცემულ სიტუციაში, მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველო-რუსეთის მატჩის 27 თებერვალს ჩატარება მიზანშეწონილი​ არაა.

„ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება, მოვლენებს ნუ დავასწრებთ. შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ განცხადებას. მოცემულ სიტუციაში, მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო-რუსეთს შორის რაგბის მატჩის დროს პროვოკაციას გეგმავს. სარაგბო დაპირისპირება 27 თებერვალსაა დაგეგმილი.