რადას თავმჯდომარე:  დეპუტატი, რომელიც კიევს დატოვებს, მოღალატეა

რადას თავმჯდომარე: დეპუტატი, რომელიც კიევს დატოვებს, მოღალატეა

სახალხო დეპუტატები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ, მოღალატეებად ჩაითვლებიან, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

"გთხოვთ: ყველა სახალხო დეპუტატი კიევში დარჩეს", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დეპუტატები მზად უნდა იყვნენ, კონკრეტულ დროსა და ადგილას შეიკრიბონ და იმუშაონ.

"ვინც წავა, ის მოღალატეა", - აღნიშნა სტეფანჩუკმა.