უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს.
„ვესაუბრე ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანდჟეი დუდას, ბორის ჯონსონს. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი და ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ! ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას. საჭიროა დაუყოვნებლივი სანქციები და უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობას დაუბრუნდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.