უკრაინელმა სამხედროებმა 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტის ჯარების 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები ღირსეულ პასუხს სცემენ აგრესორს. სამხედრო ქვედანაყოფები საკუთარ პოზიციებზე იმყოფებიან. მოწინააღმდეგეს დანაკარგი აქვს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გჯეროდეთ უკრაინელი ჯარისკაცების“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.