ის, რომ მივიდნენ და ავტობუსს და სპორტსმენებს კვერცხები ესროლონ, ძალიან ცუდი საქციელი იქნება. ქართული და უკრაინული საქმე თუ გვინდა გავაკეთოთ, მაშინ უნდა ვაფრიალოთ ძალიან ბევრი ქართული და უკრაინული დროშა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუკი ვინმე ისურვებდა, რომ რუსეთის ნაკრებს პროვოკაციულად მოექცნენ, ისევ რუსეთი იქნება.
„ის, რომ მივიდნენ და ავტობუსს და სპორტსმენებს კვერცხები ესროლონ, ძალიან ცუდი საქციელი იქნება. ეს იქნება ძალიან პროვოკაციული საქციელი და თუკი ვინმე ისურვებდა, რომ რუსეთის ნაკრებს ასე მოექცნენ, ისევ რუსეთი იქნება. ქართული და უკრაინული საქმე თუ გვინდა გავაკეთოთ, მაშინ უნდა ვაფრიალოთ ძალიან ბევრი ქართული და უკრაინული დროშა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.