დავით კაჭარავა: პროვოკაციები დააზიანებს როგორც რაგბს, ასევე საქართველოს

დავით კაჭარავა: პროვოკაციები დააზიანებს როგორც რაგბს, ასევე საქართველოს

მინდა რომ მოვიდეს ხალხი რაგბის თამაშზე, ღირსეულად უგულშემატკივროს თავის გუნდს, ღირსეულად დაუდგნენ გვერდში. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭების ღირსეულ თამაშში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.

„ნებისმიერი პროვოკაცია მოედანზე თუ მოედნის მიღმა, იქნება ყოვლად მიუღებელი და ამის დაშვება არ შეიძლება. ეს საქციელი, პროვოკაციები დააზიანებს როგორც რაგბს, ასევე საქართველოს“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა შეხვედრა 27 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში გაიმართება.

romani ბოლო ხანებში შეინიშნება რაგბის სამყაროს პოლიტიკურ პერიპეტიებში ჩათრევის მცდელობები. ჯერ დაიდო მავანი ადვოკატის წერილი, ახლა - აფიშა უკრაინულად. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს უსუსური და ნაჩქარევი გადაწყვეტილება ვიღაცის დაკვეთით ან დაძალებით ხდება. ვიცი ერთი რამ, სიძულვილი ანგრევს პიროვნებას, შლის მას. რაგბმა დამსახურებულად მოიპოვა ავტორიტეტი ჩვენში, დიდი შრომა და გარჯაა ჩადებული ამაში. ვიღაც ეცდება ამ ავტორიტეტის გამოყენებას ან, პირიქით, მის დაკნინებას. ნუ შევბღალავთ ამ ავტორიტეტს ნურც შიგა პიროვნული გარჩევებით და ნურც გარეთ მიმდინარე პროცესებში მოუფიქრებელი ჩართვით. რაგბის ავტორიტეტი ახალგაზრდობისათვის უაღრესად ფასეულია, გთხოვთ, გაუფრთხილდით მას.
3 წლის უკან