დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ორი რამ არის: ერთია შიგნით ერთიანობა და მეორე - ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს მეგობრებთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნატოს ალიანსთან, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტის დროს გიორგი ხელაშვილმა განაცხადა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია დასავლელ პარტნიორებთან.
„ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი რამ გავაკეთოთ - დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საქართველოს შეუძლია შესთავაზოს როგორც უკრაინას, ასევე დასავლელ პარტნიორებს, ვინაიდან უკრაინის უსაფრთხოება, თავისუფლება, ერთიანობა არის საქართველოს თავისუფლება და ერთიანობა“, - განაცხადა ხელაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრები ნატოში შეხვედრებს მართავენ. ქართველი კანონმდებლები ნატოელ პარტნიორებთან მომავალ ინტეგრაციაზე მსჯელობენ. დღეს დეპუტატები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდებიან, დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, რუსეთის მიერ შექმნილ საფრთხეებზე მსჯელობა.