ვიქტორ დოლიძე: ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

ვიქტორ დოლიძე: ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

ნატო ერთგულია იმ პრინციპის, რომ ქვეყნის თავისუფალი არჩევანია გადაწყვიტოს რომელ სამხედრო ორგანიზაციას შეუერთდება, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მინდა, იმედი დავიტოვო და ფრთხილი ოპტიმიზმით ვუდგები ამ საკითხს, რომ მივაღწევთ მადრიდის ნატოს სამიტამდე ამ განწყობით, სულისკვეთებით და გავაგრძელებთ ჩვენს წინსვლას ნატოში სრულფასოვანი წევრობისთვის“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.