ის რაც ამ ხელისუფლების პირობებში მიღწევადი გახდა, ეს არის სტაბილურობა და სიმშვიდე, რის გარეშეც ქვეყანა ვერ განვითარდება.
ამ პერიოდში კი ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, როგორმე არიოს ქვეყანა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გამოსდის - ასე ეხმიანება facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა საქართველო-რუსეთი სარაგბო მატჩის დროს მოსალოდნელ პროვოკაციების.
როგორც ფოჩხუა წერს უკრაინის დროშის ფრიალი და ჰიმნის სიმღერა ფარსია და არა შედეგი.
„ის რაც ამ ხელისუფლების პირობებში მიღწევადი გახდა, ეს არის სტაბილურობა და სიმშვიდე, რის გარეშეც ქვეყანა ვერ განვითარდება.
ამ პერიოდში კი ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, როგორმე არიოს ქვეყანა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გამოსდის. ახლაც, დარწმუნებული ვარ, მოაწყობს პროვოკაციას, რომ როგორმე რუსეთს დაგვაპირისპიროს და ჩაგვრთოს ომში უკრაინასთან ერთად. სასწრაფოდ ზომებია მისაღები, უნდა აღიკვეთოს მსგავსი ქმედებები იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ნაცმოძრაობა და მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულები ჰქვია.
უკრაინის დროშის ფრიალი და ჰიმნის სიმღერა ეს ხომ ფარსია და არა შედეგი. საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უჭერს მხარს.“ - წერს ფოუა facebook-ზე.