Screaming Trees-ის წამყვანი ვოკალისტი გარდაიცვალა

Screaming Trees-ის წამყვანი ვოკალისტი გარდაიცვალა

ამერიკული პოპჯგუფის - Screaming Trees-ის წამყვანი ვოკალისტი და კომპოზიტორი მარკ ლანეგანი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.

ჯანმრთელების პრობლემების, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, მან გასულ წელს რამდენიმე თვე გაატარა საავადმყოფოში, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება.

ლანეგანი Screaming Trees-ს 1980-იან წლებში შეუერთდა და მის დაშლამდე, 2000 წლამდე, ჯგუფთან ერთად, 8 სტუდიური ალბომი გამოსცა.

კარიერის განმავლობაში, ის მსოფლიოში ცნობილ მრავალ ვარსკვლავთან თანამშრომლობდა, მათ შორის - კურტ კობეინთან, PJ Harvey-სთან და მობისთან.