ბრიტნი სპირსი მემუარებს გამოსცემს

ბრიტნი სპირსი მემუარებს გამოსცემს

ბრიტნი სპირსი მემუარებს გამოსცემს, მან უკვე გააფორმა კონტრაქტი გამომცემლობასთან Simon & Schuster. ამის შესახებ Page Six-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მომღერალი წიგნში თავის კარიერასა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შესახებ გაამხელს დეტალებს. ამისთვის სპირსი 15 მილიონ დოლარს მიიღებს.

იანვარში მემუარები სპირსის უმცროსმა დამ, ჯეიმი ლინმა გამოსცა. წიგნში ის ამტკიცებდა, რომ მისი დის ქცევა „პარანოიდალური“ და „უკონტროლო“ იყო. ბრიტნიმ კი განაცხადა, რომ და მას არასოდეს უჭერდა მხარს და უბრალოდ მისი ვარსკვლავური სტატუსის ხარჯზე წიგნის გაყიდვა სურს.