თეთრი სახლი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის გეგმები ამ დროისთვის არ განიხილება

თეთრი სახლი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის გეგმები ამ დროისთვის არ განიხილება

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის გეგმები ამ დროისთვის არ განიხილება.

ამასთანავე, ჯენ ფსაკიმ ცალსახად არ გამორიცხა მომავალში შეხვედრის ჩატარება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი არ შეხვდება ვლადიმერ პუტინს, თუ რუსეთი არ განმუხტავს სიტუაციას უკრაინაში ჯარების უკან გაყვანით.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

როგორც ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი წინაპირობა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრაზე უარის თქმა იყო, ახლა კი აშშ შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.