მსოფლიოს პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველო ნელ-ნელა პანდემიური ვითარებიდან ენდემიური გავრცელების ფაზაში გადადის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის პარალელურად, ქვეყანა არსებული რეგულაციების შემსუბუქებას დაიწყებს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ლეტალობის მაჩვენებელზე, შესაძლოა, ეს ნეგატიურად აისახოს, ვინაიდან ბუსტერ დოზით აცრილთა მაჩვენებელი კვლავ დაბალია.
„1-2 კვირაში შედეგები გამოჩნდება. თუ ჩვენი გამოცდილებით ვილაპარაკებთ, პირადად მე, ძალიან ფრთხილად ვარ, რადგან ეს ფორმატი - პანდემიურიდან ენდემიურში გადასვლა გაცილებით უფრო მისაღებია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არიან. სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებში რეგულაციების მოხსნის ნეგატიური შედეგები გაცილებით ნაკლებად მოსალოდნელია“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა უქმდება.