ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეს, სციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია, რომლის შეფასებით, თითქმის საუკუნის უკან გასცა პასუხი ვლადიმერ პუტინს გენიალურმა მიხეილ ჯავახიშვილმა.
„თითქმის საუკუნის უკან გასცა პასუხი ვოვას გუშინდელ ნაბოდვარს გენიალურმა მიხეილ ჯავახიშვილმა.
„ბოლშევიზმი უმწიკვლო და უზადო სარკეა რუსის ხალხის. იგი მისი შვილიც არის, დედაც, შობილიც, მშობელიც. ორივე ერთია, განუყრელია“.
დიდება 23 თებერვალსა და ყველა დროს, რუსეთთან ბრძოლაში დაღუპულთა სულებს!“, - წერს გიორგი გამსახურდია.