ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ერთხმად მიიღეს

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ერთხმად მიიღეს

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

კერძოდ, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს.

შავ სიაში მოხდა 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ბანკები და ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირის ფინანსური ბაზრისკენ რუსეთის წვდომის შეზღუდვის შესახებ.

„ეს ზომები რუსეთს დაარტყამს და ძლიერად“, - განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს დიპლომატიური ძალისხმევას რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა. ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა.