სალომე ზურაბიშვილი:  ჩვენ მიბმული ვართ უკრაინის საკითხთან - როდესაც საუბარია სამომავლო ნაბიჯებზე და კრიზისიდან გამოსვლაზე, ნათელია, რომ საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ მიბმული ვართ უკრაინის საკითხთან - როდესაც საუბარია სამომავლო ნაბიჯებზე და კრიზისიდან გამოსვლაზე, ნათელია, რომ საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში

ჩვენ მიბმული ვართ უკრაინის საკითხთან - როდესაც საუბარია სამომავლო ნაბიჯებზე, კრიზისიდან გამოსვლაზე, ნათელია, რომ საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში , - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა საქართველოს საკითხი უკრაინის საკითხთან მიბმული.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მოლდოვა, საქართველო, უკრაინა ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.

„რაც შეეხება კითხვას, მივებათ თუ არა უკრაინის საკითხს? - ჩვენ მიბმული ვართ. როგორც იცით, მე გასულ ზაფხულს ვმასპინძლობდი „ასოცირებული ტრიოს“ წარმომადგენლებს. პეტრას ციხეზე გვქონდა ბრიფინგი. მოლდოვა, საქართველო, უკრაინა ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობით ევროკავშირთანაც ვართ მიბმული, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთანაც, ვგულისხმობ იმას, რომ ყველაზე ახლოს ვართ „ღია კარის“ პოლიტიკასთან.

რაც შეეხება კრიზისს, აქაც დაკავშირებული ვართ იმიტომ, რომ ყველას ახსენდება საქართველოს გამოცდილება, ის სცენარი, რომელიც რუსეთმა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ და იგი იმეორებს ამას. ჩვენ ამას ყოველთვის ვახსენებთ ჩვენთვითონვე, მე პირადად ვახსენე ეს სხვადასხვა ღონისძიებაზე და აღვნიშნე, რომ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს შესახებ და საქართველოს სრული ინფორმაცია არ გააჩნია როგორც ასოცირებულ წევრს, მაგრამ რუსეთი რა პრეტენზიებსაც აცხადებს ამ მოლაპარაკების პროცესში, ბუნებრივია, არის გარკვეული საკითხები, რომელიც შეიძლება შეეხოს საქართველოსაც იმიტომ, რომ ჩვენ მიბმული ვართ უკრაინის საკითხთან.

არ დაგიმალავთ, მე მქონდა კომუნიკაცია პოლონეთის პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთანაც, როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და ძალიან ცხადად და მკაფიოდ ვახსენე, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო. ღია კრიზისი ბუნებრივია ეხება უკრაინას და განსხვავებული სიტუაციები ვერ აირევა, მაგრამ როდესაც საუბარია სამომავლო ნაბიჯებზე, კრიზისიდან გამოსვლაზე, აქ ნათელია, რომ საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში, თვალსაწიერში და ჩვენ ამას ცხადად ვამბობთ იმ დისკუსიებში, რომელიც ჩვენ გვეხება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.