საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ახლა ნამდვილად აქვს შიმშილობის მიზეზი, რადგან ის თავის პარტიას პრაქტიკულად ჩამოაშორეს.
მისივე თქმით, ცხოვრებაში ალბათ, პირველად უთანაგრძნობს მიხეილ სააკაშვილს.
„მიხეილ სააკაშვილს ახლა ნამდვილად აქვს შიმშილობის მიზეზი, რადგან ის თავის პარტიას პრაქტიკულად ჩამოაშორეს. მან მოუწოდა, რომ შექმნილიყო მისი გათავისუფლების კომიტეტები ყველგან, ყველა სოფელსა და ქალაქში და მსგავსი არაფერი შექმნილა. მან მოუწოდა თავის მომხრეებს მასობრივი შიმშილობისკენ და რამდენიმე დღიანი შიმშილობის შემდეგ ყველამ შეწყვიტა და ყველას დაავიწყდა შიმშილობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს.