დღეს ფოთში ”აია სოფიას” გახსნას საქართველოს პატრიარქთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. პრეზიდენტის ტაძარში მისვლა გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ და არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერმა ლალი ანთიამ თავიანთი პროტესტი ხმამაღლა გამოხატეს და საქართველოს პრეზიდენტს მკვლელი უწოდეს.
“მიშა შენთვის აღდგომა სიკვდილია! “მიშა შენ მკვლელი ხარ!” სკანდირებდნენ არასამთავროიბო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სწორედ ამის გამო პრეზიდენტმა სააკაშვილმა აია სოფია სხვა ალტერნატიული გასასვლელიდან დატოვა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს გადაღების საშუალება არ მისცა პრეზიდენტის დაცვამ. თუმცა ამის ფონზე სხვა საინფორმაციო საშუალებები თავისუფლად აშუქებდნენ პრეზიდენტის ვიზიტს ფოთში.
“აია სოფია” პრეზიდენტმა დატოვა, რის შემდეგაც, ზუსტად ათ წუთში პრეზიდენტის ესკორტი რესტორან “ანკორში” გაჩერდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასტუმრო “ანკორთანაც” მივიდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილი სადილობდა. დაცვამ საქართველოს პრეზიდენტი რესტორან “ანკორიდან” ზუსტად ხუთ წუთში გამოიყვანა. ზუგდიდელმა დალი ლატარიამ პრეზიდენტის ესკორტს საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული ჰალსტუხიანი კურდღელი ესროლა. მისი განცხადებით, სწორედ ამ მდგომარეობაშია დღეს პრეზიდენტი და “ის არის ჰალსტუხიანი კურდღელი” არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რესტოტან “ანკორთანაც” სკანდირებდნენ, “მიშა მკვლელი ხარ!” მიხეილ სააკშვილი დაცვის სამსახურის დახმარებით საკუთარ მანქანაში ჩასვეს და ფოთი დაატოვებინეს.
ფოთში პრეზიდენტის ვიზიტის არაოფიციალური მხარე საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ექსკლუზიურად გადაიღო. აღნიშნულ კადრებს უკომენტაროდ გთავაზობთ.