გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი ქმნის საბაბს ომისთვის

გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი ქმნის საბაბს ომისთვის

პუტინის სატელევიო გამოსვლა, რომელშიც მან დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ გამოაცადა, შეიცავდა ცრუ განცხადებებს, რომელიც მიმართულია ომის დასაწყებად საბაბის შექმნისთვის, - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.

ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინის მტკიცება, რომ რუსული ძალები, რომლებიც შედიან ამ რეგიონებში, „სამშვიდობოები“ არიან, „სისულელეა“.

„ამ კრიზისის საპასუხოდ, ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა გრინფილდმა.