საქართველო, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, გმობს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების - ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების ფაქტს რუსეთის მხრიდან, - ამის შესახებ თბილისის მერი Twitter-ზე წერს.
„ჩვენ, საქართველო, გვერდით ვუდგავართ მოძმე უკრაინას, როგორც თავის დროზე უკრაინა დაგვიდგა გვერდით. მჯერა, სულ მალე უკრაინა და საქართველო იქნებიან გამთლიანებული ქვეყნები. ვუსურვებ მათ მშვიდობას“, - წერს კახა კალაძე.