უკრაინა არავის არაფერს მისცემს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება, რუსეთის ქმედებების მიუხედავად. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარება რუსეთის მინსკის შეთანხმებებიდან გასვლას ნიშნავს.
„ჩვენ არავის და არაფრის გვეშინია. ჩვენ არავის არაფერს მივცემთ. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ჩვენ უკან სიმართლეა. ჩვენ უკან უკრაინაა. ერთადერთი მიზანი უკრაინაში მშვიდობაა. დიდება უკრაინას!“ - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ბოლო ქმედებები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა, რაზეც რუსეთს პასუხისგება მოუწევს.
„მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს და პროვოკაციას არ წამოვეგებით. უკრაინას გაეროს წესდებით გაწერილი კოლექტიური და ინდივიდუალური თავდაცვის უფლება ზაქვს. ახლა ქაოსის დრო არ არის, ჩვენ დიპლომატიური გზის მომხრეები ვართ და ამ გზას არ გადავუხვევთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.