ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული „რესპუბლიკების“ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული „რესპუბლიკების“ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული „რესპუბლიკების“ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ეს რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც რომელიც საქართველოში 2008 წელს დაიწყო“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.