ლაშა არგვეთელი:

ლაშა არგვეთელი: "რასაც ახლა ზელენსკი პირში ეუბნება ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობას და რითიც მოიგო მთელი საქართველოს გული, წარმოიდგინეთ, რომ იგივე ეთქვა მიუნხენის კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილს (?!)

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:

"რასაც ახლა ზელენსკი პირში ეუბნება ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობას და რითიც მოიგო მთელი საქართველოს გული, წარმოიდგინეთ, რომ იგივე ეთქვა მიუნხენის კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილს (?!)

შეიშლებოდა ტელე-საქართველო,  გადაუვლიდა დიდი და პატარა. გამოაცხადებდნენ რუსეთის აგენტად, დაუნახავად, რუსი ოლიგარქის მონად, დემოკრატიული განვითარების ბარიერად, ნათელი მომავლის ჩამაბნელებლად და მომავალი თაობების სერგო ორჯონიკიძედ.
არადა, 2013 წლიდან ზუსტად იგივეს აკეთებს პატარა საქართველოც, ოღონდ, აკეთებს შედარებით თავაზიანად, უფრო უხმაუროდ და მისთვის უფრო მოხერხებულად. 

როცა არ ხარ უკრაინა და არ ხარ ევროპის ფარი, როცა აფხაზეთი არ არის დონბასის, შვეიცარიის,  ნიდერლანდების და ბელგიისხელა, როცა არ გაქვს ბირთვული წამოძახების საფუძველი და როცა სანქციებსაც კი არ აწესებენ შენი ოკუპაციისთვის, ცოტა ძნელია ზელენსკობა, მეგობრებო.

როცა ხედავ, რომ შენი დიდი მტერი და შენივე დიდი ძმაკაცი თითქმის თანაბარი ძალების გამო შენი გულისთვის ერთმანეთს ასი წელი არ შეეხებიან, რწმუნდები, რომ თავდაპირველი იდეალები ამ ძმაკაცმა პირად ინტერესებში გაცვალა. ხოდა, ვიდრე საჭირო მომენტი არ დადგება, იძულებული ხარ რომ ამ იძულებით იხელმძღვანელო, იყო სტრატეგიულად ფრთხილი, ზოგჯერ ჩუმი, და დიიდი ნერვების ფასად, მაგრამ ზოგჯერ ხანგრძლივად ჩუმიც. 
ოღონდ, უნდა ახსოვდეს ამ ძმაკაცსაც, რომ შენც ორივეს ჭირდები და ანგარიშგასაწევი ტიპი ხარ. თორე, თუ ძმაკაცური სულისკვეთება არ დაგიფასდა და უმადურობით გული გეტკინა, ზემოთ ნახსენები იძულება თვალს ჩაგიკრავს მოლაპარაკების მაგიდასთან და შეგახსენებს, რომ მტერს არ უნდა შეაკვდე ამ იმედგაცრუების გამო და სტრატეგიული სიფრთხილე შენც ზემოთ დახურდავებული იდეალების კურსით უნდა შეინარჩუნო(!)
სულ ესაა და სულ ასეა, - ასე იყო და ასე იქნება.

დიდ პოლიტიკაშიც ასეა, პატარა ქალაქებშიც და "კაცთა შორის სათნოებაშიც".

Ninja 100% ვეთანხმები
3 წლის უკან