საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ლელო“ არის ჩამოყალიბებული სატელიტური პარტია„ნაციონალური მოძრაობის“.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ არსებობს არანაირი განსხვავება პოლიტიკურ პარტიებს შორის.
„ნაცმოძრაობისთვის“ არ არსებობს არანაირი განსხვავება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ისინი თავის პოზიციას ხანდახან აზავებენ რაღაც ანტირუსული განცხადებით, თუმცა საქციელი სულ სხვა რამეზე მიუთითებს. ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება არანაირად განსხვავებული არ არის „ლელოსთვის“, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც არის ჩამოყალიბებული სატელიტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და ის სხვანაირად არასდროს არავის განუხილავს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ბადრი ჯაფარიძესა და ირმა ინაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.