Washington Post:  აშშ ამტკიცებს, რომ რუსეთი ამზადებს უკრაინელების სიებს, რომლებსაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში

Washington Post: აშშ ამტკიცებს, რომ რუსეთი ამზადებს უკრაინელების სიებს, რომლებსაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში "მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან“

აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, დაზვერვის ანგარიშებით, რუსეთს მზად აქვს უკრაინელი მოქალაქეების სია, რომლებსაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში „მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან“. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისთვის, მიშელ ბაჩელეტისთვის მიწერილ დაუთარიღებელ წერილში აშშ-ს ელჩი გაეროში შება კროკერი ამტკიცებს, რომ რუსეთის შეჭრის შემდგომი გეგმა მოიცავს „მიზანმიმართულ მკვლელობებს, გატაცებებს, უსამართლო დაკავებებსა და წამების გამოყენებას“.

კროკერის გზავნილში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ადამიანის უფლებათა კუთხით კატასტროფას შექმნის.

ელჩი ამტკიცებდა, რომ სამიზნეები იქნებიან უკრაინაში ემიგრაციაში მყოფი რუსი და ბელარუსი დისიდენტები, ჟურნალისტები და ანტიკორუფციული აქტივისტები და „მოწყვლადი მოსახლეობა, როგორიცაა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და LGBTQI+ პირები“.

„კონკრეტულად, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები ქმნიან იდენტიფიცირებული უკრაინელების სიებს, რომლებსაც სამხედრო ოკუპაციის შემდეგ მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან“, - ნათქვამია წერილში.