ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ის პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის სამიტის, ხოლო შემდეგ კი ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ევროპის უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ სამიტის ჩატარების შეთავაზებით გამოვიდა. პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი ასეთი სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ. სამიტის შინაარსს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი და მინისტრი ლავროვი მათი შეხვედრის დროს მოამზადებენ, რომელიც 24 თებერვალს უნდა გაიმართოს. ამ შეხვედრის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. საფრანგეთის პრეზიდენტი შეეცდება ამ დისკუსიების შინაარსი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად მოამზადოს“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.