გურამ მაჭარაშვილი: ჯაფარიძის პოზიციები არ არის მაინცდამაინც სახარბიელო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდა

გურამ მაჭარაშვილი: ჯაფარიძის პოზიციები არ არის მაინცდამაინც სახარბიელო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდა

როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება ნათქვამი სიტყვის გადათქმა, ბუნებრივია, ქართული ელექტორატი ამას ცუდად იღებს, - ამის შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ბადრი ჯაფარიძეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენებას რუსთავის შუალედურ არჩევნებზე პერსპექტივა არ აქვს.

„ბადრი ჯაფარიძის პოზიციები არ არის მაინცდამაინც სახარბიელო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირდა. როგორც ჩანს, ბუნებრივია, ახლა სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც რაღაც რესურსებს ეძებს, რაც ჩემი აზრით, ძალიან წამგებიანია. ამ შემთხვევაში, პირადად ჯაფარიძის კანდიდატურისა და ზოგადად პარტია „ლელოსთვის“.

არ მგონია, რომ პერსპექტივა ჰქონდეს ამ შემთხვევაში ჯაფარიძის კანდიდატურას. მით უფრო ისეთ პარტიებთან, რომლის მიმართაც მათი გამოთქმები და პოზიციები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. მათი აზრით, მკვეთრად არიან გამიჯნული პრორუსულ პარტიებთან, რომელიც მათთვის მიუღებელია. რატომღაც, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება ნათქვამი სიტყვის გადათქმა, ბუნებრივია, ქართული ელექტორატი ამას ცუდად იღებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს „ლელოს“ წარმომადგენელს, ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.