„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების ორგანიზებით, რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონით მივიდნენ. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.