შარლ მიშელი: გვსურს, მზად ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის, მაგრამ გვინდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება დიპლომატიურ დონეზე - წინასწარ სანქციების პაკეტი არ გამოცხადდება

შარლ მიშელი: გვსურს, მზად ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის, მაგრამ გვინდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება დიპლომატიურ დონეზე - წინასწარ სანქციების პაკეტი არ გამოცხადდება

ევროკავშირში მზად არიან, ვითარების ნებისმიერი განვითარებისთვის უკრაინის გარშემო, მაგრამ კვლავაც იმედს ამყარებენ დიპლომატიაზე. ამის შესახებ დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

„გვსურს, მზად ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის, მაგრამ გვინდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება დიპლომატიურ დონეზე, თუნდაც, შანსები მცირე იყოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან, მისივე თქმით, საუბარი პრევენციულ სანქციებზე არ მიმდინარეობს.

„თუმცა, რაიმე რომ მოხდეს, ჩვენ რეაგირება გვექნება და მივიღებთ გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით. წინასწარ კი, სანქციების მომზადებული პაკეტი არ გამოცხადდება“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.