ეს პრობლემები არის რა თქმა უნდა, მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების თაობაზე.
„ხშირად ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ ხელისუფლება გააგრძელებს თავის ძალისხმევას, იმისათვის რომ პირველ რიგში, იზრუნოს უსაფრთხოებაზე და ჩვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ მიმართულებით მთელი ეს წლები აქტიურად ვმუშაობდით და ეს მუშაობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება", - განაცხად კობახიძემ.
ოკუპირებული ქსუისის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების გააქტიურება ადგილობრივებმა შენიშნეს. მათი თქმით, ოკუპანტები საოკუპაციო ხაზს ამაგრებენ და უკვე არსებული მავთულხლართებს მიღმა საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს.