შალვა პაპუაშვილი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე: ჩვენი მთავარი მექანიზმია საერთაშორისო მხარდაჭერა, არაღიარების პოლიტიკა და რუსეთის იძულება, რომ ოკუპაცია შეწყვიტოს

შალვა პაპუაშვილი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე: ჩვენი მთავარი მექანიზმია საერთაშორისო მხარდაჭერა, არაღიარების პოლიტიკა და რუსეთის იძულება, რომ ოკუპაცია შეწყვიტოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სოფელ მერეთთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძები დაამონტაჟეს.

„ჩვენი უსაფრთხოების რისკი სწორედ ისაა, რომ ოკუპაციის პირობებში ვართ. ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, ეს ყოველდღიური მოვლენა, საფრთხეები და რისკებია, რომლებთანაც საქართველოს ხელისუფლებას გამკლავება უწევს. ჩვენი მთავარი მექანიზმია საერთაშორისო მხარდაჭერა, არაღიარების პოლიტიკა და რუსეთის იძულება, რომ ოკუპაცია შეწყვიტოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ადგილობრივების თქმით, სოფელ მერეთთან ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ - ისინი საოკუპაციო ხაზს ამაგრებენ და უკვე არსებული მავთულხლართებს მიღმა საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს. სუს-ის ინფორმაციით, ოკუპანტების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ქმედების შესახებ უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.