უკრაინის სეპარატისტული რეგიონების „ლიდერებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ ვიდეოები ორი დღით ადრე ჩაწერეს

უკრაინის სეპარატისტული რეგიონების „ლიდერებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ ვიდეოები ორი დღით ადრე ჩაწერეს

სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის დენის პუშილინისა და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის ლეონიდ პასეჩნიკის 18 თებერვალს გავრცელებული ვიდეომიმართვები, რომლებშიც ისინი მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ საუბრობენ, ორი დღით ადრე - 16 თებერვალს არის ჩაწერილი. ინფორმაციას ამის შესახებ Bellingcat-ის წარმომადგენელი არიკ ტოლერი ავრცელებს.

„პასეჩნიკმა ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა, თუმცა მეტამონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ფაილი 16 თებერვალსაა შექმნილი. პუშილინის ვიდეომიმართვა ასევე 16 თებერვალსაა ჩაწერილი“. - წერს არიკ ტოლერი Twitter-ზე.

ამასთანავე, ვიდეოში პუშილინი ამბობს, რომ „დღეიდან, 18 თებერვლიდან, ორგანიზებულია მოსახლეობის მასობრივი, ცენტრალიზებული ევაკუაცია რუსეთში“.

18 თებერვალს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადეს.