„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა ზარალდება ბანკი, როგორც ინსტიტუტი, ამით ზარალდება მისი ნებისმიერი მეწილე და ნებისმიერი კლიენტი. ასე გამოეხმაურა ის „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის, იან მალკოლმ ჰოქის ბანკის სხვა აქციონერებისადმი მიმართვას, რომელშიც ის ხაზარაძე-ჯაფარიძისგან ბანკისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
„დაზარალებული არის ბანკი როგორც ასეთი. დაზარალდა ბანკი, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში დაზარალებულია არა მხოლოდ მისი თითოეული მეწილე, მათ შორის ისეთი მეწილეც, რომელიც შემდეგ შეიძენს აქციებს, არამედ ბანკის ნებისმიერი კლიენტიც. როცა ზარალდება ბანკი, როგორც ინსტიტუტი, ამით ზარალდება ნებისმიერი მეწილე და ნებისმიერი კლიენტი. თუმცა როგორც გადაწყდება ეს საკითხი სამართლებრივად, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, - განაცხადა კობახიძემ.
„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი იან მალკოლმ ჰოქი ბანკის სხვა აქციონერებს მიმართავს და ხაზარაძე-ჯაფარიძისგან ბანკისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.