უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადეს

უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადეს

უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

თვითგამოცხადებული ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელმა“, ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებს რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ.

მსგავსი განცხადება თვითგამოცხადებული ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელმაც“ გააკეთა.

სეპარატისტულ რეგიონებში აცხადებენ, რომ რუსეთი ევაკუირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დათანხმდა და პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უნდა მიენიჭოს.

მანამდე უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბში განაცხადეს, რომ გასული დღის განმავლობაში, სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, მათ შორის 43 შემთხვევაში მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.