„სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„პარტიაში გვქონდა პოლიტსაბჭოს შეხვედრა. იმ უსამართლობიდან გამომდინარე, რომელიც ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, გადავწყვიტეთ მისთვის მხარის დაჭერა. ჩავერთვებით ამ კამპანიაში, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეინარჩუნებს საკუთარ დამოუკიდებელ ხაზს. ჩვენ გვჭირდება არა ყველა პარტიის ერთმანეთში ათქვეფა და აზელა, არამედ განსხვავებულობით ხელისუფლების დამარცხება. ბადრი ჯაფარიძეს ვურჩევთ, რომ ის არ უნდა ჩაიკეტოს ერთი პარტიის ქოლგის ქვეშ. ის სახალხო კანდიდატი უნდა იყოს და ასე უნდა წარდგეს ამომრჩევლის წინაშე. ამ შემთხვევაში ჩვენც გაგვიადვილდება მისთვის მხარის დაჭერა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს „ლელოს“ წარმომადგენელს, ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.