ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს, ცნობისმოყვარე ხალხი ვართ, - ასე პასუხობს "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია „ინტერპრესნიუსთან" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომ ერთი გეგმის ირგვლივ გაერთიანების საკითხზე ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზება გაკეთდება.
მისივე თქმით, "გირჩი" მზად არის ამ თემაზე სასაუბროდ, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ოპოზიასთან ერთად ადრეც მოაწერა ხელი სამოქმედო გეგმას, რომელიც შემდეგ ისევ ოპოზიციამ დაივიწყა.
"ჩვენ გასულ წელს ხელი მოვაწერინეთ ოპოზიციას სამოქმედო გეგმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ოპოზიცის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სასამართლო, პროკურატურა, ეკონომიკა, განათლება და ა.შ. მერე თვითონ დაივიწყა ეს ოპოზიციამ. შესაბამისად, ჩვენ მარტივად ვუყურებთ ამ საკითხს - რაზეც შევთანხმდით რამდენად სრულდება. თუ სრულდება ვმეგობრობთ, თუ არ სრულდება, არ ვმეგობრობთ და ვაკრიტიკებთ. ამ გეგმაზე ლაპარაკი უნდა დაწყებულიყო, როგორც ოპოზიციის საერთო გეგმაზე, რომ როცა ხელისუფლებაში მოვა, ამას გააკეთებს. მათ საერთოდ ამაზე ხმა არ ამოიღეს და ამის საწინააღმდეგოები ილაპარაკეს,"- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა დააანონსა, რომ ერთი გეგმის ირგვლივ გაერთიანების საკითხზე ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზება გაკეთდება. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონსტრის დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა."
„უნდა გავაკეთოთ ისეთი შეთავაზებები, ისეთი მუშაობის რეჟიმი უნდა ვაჩვენოთ, სადაც საერთო შეთავაზებებს და კონსოლიდაციას ალტერნატივა არ ექნება. ასეთი შეთავაზებები გაკეთდება, ეს ხომ ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამაში ყველა ხმა, მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ი