უკრაინის თავდაცვის მინისტრი: პროვოკაციები არ შეწყდება - კრემლი მაინც ამზადებს დასაბუთებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის იმავე სცენარის მიხედვით, რომელიც საქართველოში განახორციელა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კრემლი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოში განხორციელებული სცენარით აღიარებას განიხილავს.

„პროვოკაციები არ შეწყდება. კრემლი მაინც ამზადებს დასაბუთებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის იმავე სცენარის მიხედვით, რომელიც საქართველოში განახორციელა. მიუხედავად იმისა, ამას განახორციელებენ თუ არა, ეს ვარიანტი მაგიდაზე ექნებათ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, გასულ ღამეს საოკუპაციო ძალებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევისთვის ემზადებოდნენ.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ ძალადობრივ ქმედებას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან ყირიმში. ჩვენ ვიმოქმედებთ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით და არ შევუქმნით საფრთხეს ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ალექსეი რეზნიკოვმა.