18 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატის დიმიტრი ტორაძის პრესკონფერენცია.
იან მალქოლმ ჰოქი მიმართვს „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობას და აქციონერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკისთვის მიყენებული 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.