კანადა უკრაინას 6.1 მილიონი დოლარის ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის

კანადა უკრაინას 6.1 მილიონი დოლარის ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის

კანადის ხელისუფლება უკრაინას 6.1 მილიონი დოლარის ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

გარდა ამისა, კანადის მთავრობა უკრაინას 393 მილიონი დოლარის სესხს გამოუყოფს.

2015 წლიდან ოპერაცია Unifier-ის ფარგლებში კანადა უკრაინის არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების მომზადებას ახორციელებს.