ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლიდერებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების კონტექსტში მიმდინარე დიპლომატიური და შეკავების ძალისხმევა განიხილეს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს. მათ ასევე განიხილეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების ძალისხმევა და ხაზი გაუსვეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, მათ შორის მზადყოფნას რუსეთს მძიმე შედეგები დააკისრონ, თუ ის სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს“, - ნათქვამია განცხადებაში.