დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა საკმაოდ სავარაუდოა და გარდაუვალიც შეიძლება იყოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა საკმაოდ სავარაუდოა და გარდაუვალიც შეიძლება იყოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა საკმაოდ სავარაუდოა და გარდაუვალიც შეიძლება იყოს, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპის სტაბილურობას და მთელ მსოფლიოში აგრესორებს წაახალისებს.

უკრაინის მახლობლად რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია. მოსკოვი უარყოფს მსგავს გეგმებს და დასავლეთს „ისტერიაში“ ადანაშაულებს.

„ეს ეხება ევროპის უფრო ფართო სტაბილურობას. ეს ეხება უფრო ფართო გლობალურ სტაბილურობას. ვლადიმერ პუტინს მესიჯი უნდა გადავცეთ, რომ აგრესია ვერ დაჯილდოვდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრა შეიძლება გარდაუვალი იყოს და ეს სცენარი საკმაოდ სავარაუდოა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.