მედია: უკრაინაში ისრაელის საელჩომ თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო

მედია: უკრაინაში ისრაელის საელჩომ თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო

რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის ფონზე, ისრაელის საელჩომ საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ The Times Of Israel-ი წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, „ნებისმიერ შემთხვევაში მოერიდონ დაძაბულობის ცენტრებს“.

არსებული ინფორმაციით, საელჩოში 10-ზე ნაკლები თანამშრომელი დარჩება იმ შემთხვევისთვის, თუ მოქალაქეებს ადგილზე დასჭირდებათ წარმომადგენლობის დახმარება.

უკრაინაში მყოფ თანამოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც.