ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციას ფსიქოლოგიური ზეწოლა უწოდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციას ფსიქოლოგიური ზეწოლა უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციას ფსიქოლოგიური ზეწოლა უწოდა.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ საზღვართან ძალების კონცენტრაცია ჩვენი მეზობლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ამ ეტაპზე არაფერ ახალს არ ვხედავთ. რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა რისკები, რისკები 2014 წლიდან არსებობს. საქმე ამ რისკების გრადუსს ეხება და იმას, თუ როგორ ვრეაგირებთ მათზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს თავისი თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად და მოვლენების ნებისმიერ განვითარებაზე შეუძლია რეაგირების მოხდენა.

„დღეს ჩვენ საკმარისი რაოდენობის ძალები და შეიარაღება გვაქვს, რათა ღირსეულად დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო“, - აღნიშნა მან.