გერმანიის კანცლერი რუსეთს ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების შესახებ აფრთხილებს

გერმანიის კანცლერი რუსეთს ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების შესახებ აფრთხილებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას გააძლიერებს და დასძინა, რომ გერმანია და მისი მოკავშირეები მზად არიან მოსკოვთან დიალოგისთვის და მშვიდობა სურთ.

„ის, რაც ამჟამად სასწორზე დევს, სხვა არაფერია, თუ არა ევროპაში ომის თავიდან აცილება. ჩვენ გვინდა მშვიდობა. რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სტრატეგიულ შედეგებს მოიტანს რუსეთისთვის. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ სერიოზული მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, დიალოგისთვის ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.