მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაზე: სიტუაცია სერიოზულია, თუმცა არც ისე საშინელია, როგორც დასავლეთში ამის წარმოჩენას ცდილობენ

მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაზე: სიტუაცია სერიოზულია, თუმცა არც ისე საშინელია, როგორც დასავლეთში ამის წარმოჩენას ცდილობენ

დასავლეთის მიერ გაბერილი აჟიოტაჟი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინას, მათ შორის უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებს, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „მეგაფონური“ დიპლომატია რეგიონში დაძაბულობის დონეს არ ამცირებს.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ესკალაციის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები. სიტუაცია სერიოზულია, თუმცა არც ისე საშინელია, როგორც დასავლეთში ამის წარმოჩენას ცდილობენ“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, თურქეთს კარგი ურთიერთობები აქვს, როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან და რეგიონში დაძაბულობის ახალი ეტაპი არ სურს.

„არის თუ არა დაძაბულობა? დიახ, არის. არის თუ არა კონფლიქტის შესაძლებლობა? დიახ, არის. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ამის გაჟღერება ,,მეგაფონური“ დიპლომატიით, როგორც ამას ზოგიერთი დასავლური ქვეყნები აკეთებენ“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.