ლოურენს ბერკელის ნაციონალური ლაბორატორიის დიეტოლოგების აზრით, ხანგრძლივი შესვენებებით მიმდინარე არარეგულარული ფიზიკური ვარჯიში იწვევს ზედმეტი კილოგრამების უფრო სწრაფად დაგროვებას, ვიდრე მაშინ, როდესაც ადამიანი საერთოდ არ არის დაკავებული სპორტით.
გარდა ამისა, შემდგომში უფრო ძნელია ასეთი ზედმეტი წონისგან თავის დაღწევა. ეფექტური გახდომისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება მთელი წლის განმავლობაში და სეზონური „შესვენებების“ თავიდან აცილება. ასე, მაგალითად, ზამთრის პერიოდში, შვებულების ან გამოსასვლელი დღეების დროს.
სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ინტენსიურად დარბოდნენ და შემდეგ უეცრად წყვეტდნენ ვარჯიშს, ძალიან სწრაფად იმატებდნენ წონაში.
მკვლევარების მტკიცებით, ასეთი ადამიანები თითქმის ოთხჯერ მეტად იმატებდნენ წონაში იმასთან შედარებით, ვიდრე დაიწყებდნენ ვარჯიშს.
შედეგების მისაღებად გააანალიზეს 17 280 მამაკაცისა და 5 970 ქალის მონაცემები. ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სარგებელი, რომელიც ფიზიკურ აქტივობას მოაქვს, შეიძლება წყალში ჩაიყაროს სიზარმაცის ან უდროობის გამო დილის გამამხნევებელი ან სპორტული ვარჯიშის, ასევე აერობიკის საკმარისად ხშირად შეწყვეტის შემთხვევაში.