საქართველოში ბოლო პერიოდში ლიტერატურული კონკურსები საკმაოდ მომრავლდა. განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი კონკურსები, სადაც ახალგაზრდა ლიტერატორებს ეძლევათ მონაწილეობის საშუალება და მსგავსი ღონისძიებები ხშირად არცთუ სასიამოვნო ფაქტებით მთავრდება.
კონკურსთაგან გამონაკლისი და განსაკუთრებულია ლიტერატურული კონკურსი: “საუკეთესო ქართული რომანი“. როგორც წესი, ამ კონკურსის შედეგებზე ყველა თანხმდება ხოლმე, ამჯერადაც ასე იყო, რადგან კონკურსში ბოლო პერიოდის უდავოდ საუკეთესო მწერალმა – აკა მორჩილაძემ გაიმარჯვა.
კონკურსში მონაწილეობას სულ 20 რომანი იღებდა, მათ შორის აკა მორჩილაძის რომანი “მამლუქი“. როგორც იცით, გამარჯვებული მწერალი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, ამიტომ მოგებული 10 ათასი ლარი კონკურსის ორგანიზატორებმა მისი წიგნის გამომცემელს, ბაკურ სულაკაურს გადასცეს.
აკა მორჩილაძის რომანი “მამლუქი“ სულაკურის გამომცემლობამ სულ ორიოდე წელია რაც გამოსცა და მკითხველების და ლიტერატორთა განსაკუთრებული დაინტერესება უკვე დაიმსახურა.