მუსიკალური გამოცემა „Rolling Stones”-ის ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, 71 წლის არეტა ფრანკლინი, მიმდინარე წლის დასასრულს ახალ სტუდიურ ალბომს გამოუშვებს.
ჯერჯერობით უცნობია ამ ნამუშევრის სავარაუდო დასახელება და გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი.
ცნობილია რომ დისკის პროდიუსერი კლაივ დევისი იქნება. მომღერალი ამ პიროვნებასთან წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან თანამშრომლობს.
ფრანკლინის გარდა დევისი უიტნი ჰიუსტონთან, კრისტინა აგილერასთან, როდ სტიუარტთან და კარლოს სანტანასთანაც მუშაობდა.
არეტა ფრანკლინის უკანასკნელი ალბომი “A Woman Falling Out Of Love” 2011 წლის მაისით არის დათარიღებული. ეს დისკი მუსიკოსის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რიგით 38-ე აღმოჩნდა.