თეთრ სახლს ფისოს სახით ახალი წევრი შეემატა

თეთრ სახლს ფისოს სახით ახალი წევრი შეემატა

ორი წლის ფისო უილოუს სახით თეთრმა სახლმა ახალი ბინადარი მიიღო. ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის შემდეგ უილოუ პირველი კატაა, რომელიც თეთრ სახლში იცხოვრებს.

თეთრ სახლში ჯო ბაიდენის გერმანული ნაგაზი უკვე ცხოვრობს და უილოუ მეორე შინაური ცხოველი იქნება. სანამ ფისო საცხოვრებელ გარემოს შეეჩვევა, ჯილ ბაიდენმა ახალი ბინადრის პირველი შთაბეჭდილებების ამსახველი ფოტოები ტვიტერის მეშვეობით უკვე გაგვიზიარა.

პირველი ლედის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი უილოუს პირველად პენსილვანიაში, 2020 წლის საარჩევნო კამპანიაზე, შეხვდა, როცა დაუპატიჟებელი ფისო სცენას თავისი ნებით შეუერთდა. ცოლ-ქმარმა მაშინვე გადაწყვიტა, რომ გულშემატკივარი მათი ოჯახის წევრად უნდა მიეღოთ.

შეგახსენებთ, რომ რაც 2009 წელს ჯორჯ ბუშის კატა გარდაიცვალა, ფისოს თეთრ სახლში აღარ უცხოვრია. როგორც ჩანს, ძაღლები თეთრ სახლში უფრო ხშირად ცხოვრობდნენ და ბაიდენსაც გერმანულ ნაგაზამდე ორი სხვა ძაღლი ჰყავდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტებს შორის ძაღლები მეტი პოპულარობით სარგებლობენ, ბილ კლინტონს, ჯიმი კარტერსა და ჯერალდ ფორდს თეთრ სახლში კატები ჰყავდათ. წარსულში კი თეთრი სახლში ზაზუნები, ენოტები და სხვა ცხოველებიც ბინადრობდნენ.