მსახიობი ჯეისონ მომოა „ფორსაჟის“ გუნდს შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ პროექტის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„ფორსაჟის“ ოჯახი ზრდას განაგრძობს. კეთილი იყოს შენი მობრძანება“, - ნათქვამია მოკლე შეტყობინებაში.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი, რომელმაც სახელი „სამეფო კარების თამაშში“, „აკვამენსა“ და „დიუნში“ შესრულებული როლებით გაითქვა, „ფორსაჟის“ მეათე ფილმში ბოროტმოქმედ გმირს განასახიერებს. სიუჟეტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.